NETSHOP შენი ბიზნესისთვის
Menu
NETSHOP -ის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აქ მოცემულ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ
ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა თქვენთვის მნიშვნელოვანია – და ისინი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ, რომ უზრუნველვყოთ თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარწმუნებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია უსაფრთხოა. ჩვენ არ ვყიდით ჩვენი მომხმარებლების პირად ინფორმაციას, თქვენს მიერ ჩვენს სისტემაში შეყვანილი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ NETSHOP -თვის, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თავად ხდით და თავად აქვეყნებთ თქვენს პირად ინფორმაციას საჯაროდ NETSHOP -ის რომელიმე სერვისით სარგებლობისას.
ყველა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების, კონფიდენციალურობის ფარის ჩარჩოების შესაბამისად, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის მიერ
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
ჩვენსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:
თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. NETSHOP იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:
პერსონალური მონაცემები
არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია
NETSHOP უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ NETSHOP -ის მომხმარებელი, თქვენი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ NETSHOP -ის ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:
თქვენთან დაკავშირებულ და თქვენთვის საინტერესო მომსახურებებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან, ვებგვერდებთან და აპლიკაციებთან დაკავშირებული სარეკლამო მასალების მოწოდების მიზნით (პირდაპირი მარკეტინგი), ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ვისარგებლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციით, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ თქვენი სახელით, ელექტრონული ფოსტის მისამართით ან ტელეფონის ნომრით ან ამისათვის მივმართოთ ჩვენს მესამე მხარის ქვეკონტრაქტორებს/აფილირებულ პირებს/ერთობლივი მარკეტინგის პარტნიორებს/ბიზნეს პარტნიორებს.
იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი და ჩვენი მარკეტინგული პარტნიორების აზრით თქვენთვის შესაბამისი სხვადასხვა მარკეტინგული წინადადებები, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ და გავუმჟღავნოთ აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია ჩვენს მარკეტინგის პარტნიორებს.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ღონისძიებების დანერგვას და განხორციელებას. ჩვენ მიერ დანერგილ იქნა უსაფრთხოების სათანადო ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა მოხდეს არასანქცირებული წვდომის პრევენცია და ჩვენ მიერ ინტერნეტით შეგროვებული ინფორმაციის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა. უსაფრთხოების ეს ზომები განსხვავდება ჩვენ მიერ შეგროვებული და შენახული ინფორმაციის სენსიტიურობის მიხედვით.
ჩვენი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ კონტროლის სტანდარტულ პროცედურებს და საშუალებებს, როგორიცაა, მაგალითად:
ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ონლაინ უსაფრთხოება
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.
გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდებზე ჰიპერბმულებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკები და მეთოდები. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახდინეთ ბმულის უზრუნველყოფა გვერდზე, არ წარმოადგენს ჩვენ მიერ მოწონებას, ავტორიზაციას, სპონსორობას ან ჩვენთვის მიკუთვნებას ამ გვერდთან, მის მფლობელებთან ან პროვაიდერებთან. სხვა გვერდებზე ბმულები მოცემულია მხოლოდ თქვენი გამოცდილების გამარტივების თვალსაზრისით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა ვებგვერდების შინაარსზე, უტყუარობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და საიმედოობაზე. რისკი არსებობს ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების გამოყენებისას. ინტერნეტით ამ გვერდების გამოყენებამდე, ნდობამდე და რაიმეს შეძენამდე დარწმუნდით, რომ სრულად აცნობიერებთ ამ რისკებს.
დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე და მივუთითებთ წინამდებარე პოლიტიკის ცვლილების თარიღს. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
კავშირი ჩვენთან
დაგვიკავშირდით info@netshop.ge-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას
ძალაშია: 26 ოქტომბერი 2020 -დან