NETSHOP შენი ბიზნესისთვის
Menu
წაიკითხეთ დამხმარე სტატიები და იხილეთ ვიდეო ინსტრუქციები, ან დაგვიკავშირდით
თუ თქვენ უკვე გაეცანით NETSHOP -ის სერვისებს და გადაწყვიტეთ რომელიმე სერვისით სარგებლობა პირველ რიგში უნდა შექმნათ თქვენი ბიზნეს ანგარიში სერვისების სამართავი პანელის მისაღებად რათა შეძლოთ შერჩეული სერვისის შეძენა, გაგიმარტივდეთ თქვენი სერვისების მართვა, მიიღოთ შეძენილი სერვისის ინვოისი და სხვა...
ბიზნეს ანგარიშის შექმნა (რეგისტრაცია) სრულიად უფასოა, ძალიან მარტივია და სულ 2 წუთი სჭირდება
NETSHOP -ის სერვისებით სარგებლობისთვის პირველ რიგში უნდა შექმნათ თქვენი ბიზნეს ანგარიში სერვისების სამართავი პანელის მისაღებად, რათა შეძლოთ თქვენი სერვისების მართვა. ანგარიშის შექმნის შემდეგ სამართავ პანელში ნახავთ მენიუს ფასიანი და უფასო სერვისების ჩამონათვალით. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი უფასო სერვისი, გააქტიურეთ და დაიწყეთ სარგებლობა უფასოდ...
ბიზნეს ანგარიშის შექმნა (რეგისტრაცია) სრულიად უფასოა, ძალიან მარტივია და სულ 2 წუთი სჭირდება
NETSHOP -ის ყველა ახალ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 22% -ანი ფასდაკლებით პირველი ფასიანი სერვისის შეძენისას. ეს ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ გრძელვადიან თანამშრომლობაზე დამყარებულ სერვისებზე (სერვისები რომელთაც აქვთ გეგმიური გადახდის სისტემა).
პირველი გეგმიური სერვისის შეძენის დროს თანხის გადახდის გვერდზე გადასვლისას თანხა ავტომატურად დაანგარიშდება და საფასურს გამოაკლდება -22%.
ეს შემოთავაზება უვადოა. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს
NETSHOP -ზე თქვენი ბიზნეს ანგარიშის შექმნა (რეგისტრაცია) სრულიად უფასოა, ისევე როგორც მისი მართვა.
ანგარიშის შექმნით მიიღებთ ქართულენოვან, ძალიან ადვილად გასაგებ სამართავ დაფას მარტივი ინტერფეისით, საიდანაც შეძლებთ თქვენი ფასიანი და უფასო სერვისების მართვას. აგრეთვე მომენტალურად შეგიძლიათ ისარგებლოთ "ბიზეს ფორუმით", დაუკავშირდეთ სხვა ბიზნესმენებს, ეკონტაქტოთ მათ ჩვენი Live Chat -ის მეშვეობით, შექმნათ ინდივიდუალური დახურული ან საზოგადო ჯგუფები სხვა ბიზნესმენებთან ერთად და სხვა...
სურვილის შემთხვევაში თქვენი ბიზნეს ანგარიშის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი ანგარიშის პარამეტრებიდან.
NETSHOP -ის ბიზნეს ანგარიშის სამართავი პანელით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური მოწყობილობებით. სამართავი პანელის ინტერფეისი მორგებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე.
უახლოეს მომავლაში შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით სარგებლობა რაც უფრო გაამარტივებს და მოსახერხებელს გახდის NETSHOP -ის სერვისებით სარგებლობას თქვენი ბიზნესისთვის
ანგარიშსწორება შესაძლებელია თანხის გადარიცხვით ჩვენს საბანკო ანგარიშზე.
საბანკო რეკვიზიტებს მიიღებთ ფასიანი სერვისის შეძენის დროს.
NETSHOP -ის სერვისებზე ყველა ფასი მითითებულია დოლარში, რადგან ანგარიშსწორება შეგიძლიათ დოლარში ($). ანგარიშსწორებისას სერვისის საფასური ჩვენს საბანკო ანგარიშზე უნდა გადმორიცხოთ მხოლოდ დოლარში (მითითებული ფასი)
ყოველი ფასიანი სერვისის შეძენის დროს შეგიძლიათ მომენტალურად მიიღოთ ინვოისი.
შეკვეთის დასრულების შემდეგ თქვენს ელ. ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად განთავსებული იქნება ინვოისი PDF ფორმატში. აგრეთვე თქვენი ინვოისის ნახვა და PDF ფორმატში ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი შეკვეთების გვერდზე (თქვენი ბიზნესის სამართავ პანელში).
ამ მომენტისთვის NETSHOP არ არის დ.ღ.გ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) გადამხდელი კომპანია
NETSHOP -ის ის მომხმარებლები რომლებიც აქტიურად სარგებლობენ NET-შოფინგის ფასიანი ან უფასო სერვისით (მაღაზიის დადებითი მიმოხილვებით და მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან, აქტიურად ყიდიან და მაღალი რეიტინგი აქვთ პროდუქტებზე) ჩვენ ვთავაზობთ შეღავათებს NETSHOP -ის სხვ სერვისებზე.
თუ არ სარგებლობთ NET-შოფინგის სერვისით თქვენ მაინც გაქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ ჩვენი გაყიდვების გუნდს ფასდაკლების მისაღებად. ფასდაკლებას მიიღებთ თუ რამოდენიმე სერვისით ერთდროულად გსურთ სარგებლობა. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება სერვისთა ერთობლიობის საფუძველზე
NETSHOP -ის ზოგიერთ სერვისს აქვს თანხის დაბრუნების 14 დღიანი პერიოდი. თუ ჩვენი სერვისით სარგებლობის დროს იქნებით უკმაყოფილო რაიმე ხარვეზის გამო და ჩვენ ამ ხარვეზს ვერ გამოვასწორებთ 1 კვირის განმავლობაში, თქვენს გადახდილ თანხას დაგიბრუნებთ სრულად
ყველა სერვისს აღწერაში აქვს მითითებული აქვს თუ არა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის შესაძლებლობა
სერვისის შეძენის შემდეგ თქვენ დაინახავთ თქვენი შეკვეთის სტატუსს "მუშავდება". რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი გუნდი მუშაობს თქვენს შეკვეთილ სერვისზე და ამუშავებს მას თქვენთვის. მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდი მორჩება მუშაობას და ის მზად იქნება თქვენთვის წარსადგენად თქვენი შეკვეთის სტატუსი შეიცვლება ახალი სტატუსით "დასრულებულია" ამ დროს თქვენი სერვისების სამართავ პანელზე თქვენ ნახავთ თქვენს მიერ შეძენილ სერვისს
ყველა სერვისს აქვს თავისი შესრულების ვადები რომელიც მითითებულია ყოველი სერვისის აღწერაში